სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო აცხადებს ვაკანსიას ქუთაისის ტექნოპარკის ლაბორატორიების სპეციალისტის პოზიციაზე.
ქალაქ ქუთაისში იხსნება ტექნოლოგიური ჰაბი, რომელიც უზრუნველყოფს ღია დაშვებას თანამედროვე ტექნოლოგიებთან. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, შესაძლებლობა ექნება მიიღოს დახმარება იდეის დამუშავებიდან მის პროტოტიპად და ინოვაციურ ბიზნესად ჩამოყალიბებაში. ტექნოლოგიური ჰაბის საშუალებით, სახელმწიფო წაახალისებს ისეთი საინვესტიციო კაპიტალის შემოდინებას, რომელსაც შედეგად მოყვება მოწინავე ტექნოლოგიების შემოტანა-დანერგვა და არსებული ინოვაციური სტარტაპების გლობალურ ბაზარზე გაყვანა.
პროექტი გააძლიერებს ინოვაციურ ეკოსისტემას, მოიზიდავს ინვესტიციებს და შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს მაღალტექნოლოგიურ სფეროებში. ამასთან, ხელს შეუწყობს მოქალაქეების ტექნოლოგიური და ციფრული უნარების განვითარებას სასწავლო პროგრამების, სემინარებისა და პრაქტიკული გამოცდილების გზით (ICT, STEAM, მეწარმეობა).
ჰაბის ფარგლებში გაერთიანდება:
- ინტერაქციული სამეცნიერო-ტექნოლოგიური მუზეუმი;
- მრავალპროფილური ტექნოლოგიური ლაბორატორიები (NexTronics, FabLab, 3D პროტოტიპირების ლაბორატორია, ელექტრონიკა, რობოტიკა, დრონები, IoT, VR რეალობის სტუდია, STEAM LAB, AI მოწყობილობების ლაბორატორია და სხვ.);
- სტარტაპებისთვის საერთო სამუშაო სივრცეები;
- TUMO კრეატიული და ციფრული ტექნოლოგიების ცენტრი.
პროექტი მიზნად ისახავს ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის გაძლიერებას და მომავალი თაობის პროფესიონალების აღზრდას.
ამ მიზნების განხორციელებისთვის სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო აცხადებს კონკურსს კვალიფიციური კადრების შესარჩევად.
პოზიციის დასახელება: ქუთაისის ტექნოპარკის ლაბორატორიების სპეციალისტი
ანაზღაურება: 2650 ლარი (გადასახადების ჩათვლით)
ადგილების რაოდენობა: 1
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 20 ივნისი
სამუშაო ადგილი: ქუთაისი (ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი; ქ. ქუთაისი, ირ. აბაშიძის გამზირი 26).
მოვალეობები:
- ქუთაისის ტექნოპარკის ლაბორატორიების (რობოტიკის და ავტომატიზაციის R&D ლაბორატორია; VR სტუდია; დრონების ლაბორატორია; ელექტრონიკის და IoT ლაბორატორია; AI მოწყობილობების ლაბორატორია; STEAM ლაბორატორია და ფაბლაბი) ეფექტიანი საქმიანობის საჭირო აქტივობების განხორციელება;
- ინოვაციური და ტექნოლოგიური hardware სტარტაპების, მეწარმეების და მომხმარებლების საჭიროებების ანალიზი და შესაბამისი პროგრამებისა და სერვისების განვითარების ინიცირება, დაგეგმვა და განცორციელება;
- ICT, STEAM, ინჟინერიის, რობოტიკის, AI და სხვა ტექნოლოგიური მიმართულებებით (სასწავლო, საკონკურსო, ინოვაციური, კვლევითი, პროტოტიპირების) პროექტებისა და ღონისძიებების (ტრენინგები, ჰაკათონები, ვორქშოფები და სხვა) ინიცირება, შესყიდვისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და განხორციელება;
- არდუინოს და ელექტრონიკისა საბაზისო დონეზე შესწავლა და ამ ცოდნის გამოყენება ბენეფიციარების დახმარებისთვის;
- კონტრაქტორი კომპანიების საქმიანობის მართვა და მონიტორინგი;
- ფაბლაბის მომხმარებლებისთვის ტექნიკური დახმარებისა და კონსულტაციების გაწევა პროტოტიპირების და ლაბორატორიებში არსებული მოწყობილობების გამოყენების პროცესში;
- ლაბორატორიების ტექნიკური ინფრასტრუქტურის, დანადგარების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
- ლაბორატორიების უსაფრთხო, ორგანიზებული და ეფექტიანი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა;
- ფაბლაბის ლოგისტიკის, ინვენტარისა და მასალების მართვა, აღრიცხვა და მარაგების დროული შევსების უზრუნველყოფა სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით;
- ლაბორატორიების სერვისების განვითარების, სტანდარტიზაცისა და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებისკენ მიმართული აქტივობების ინიცირება;
- ლაბორატორიების სერვისების ცნობადობის ამაღლების მიზნით შეხვედრებისა და პრეზენტაციების გამართვა, ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
- ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან (საგანმანათლებლო დაწესებულებები, კერძო სექტორი, ტექნოლოგიური კომპანიები) თანამშრომლობა და ერთობლივი პროექტების ინიცირება;
- ლაბორატორიების გამოყენების, სერვისებისა და პროექტების შესახებ სტატისტიკური მონაცემების შეგროვება, ანალიზი და პერიოდული ანგარიშების მომზადება;
- ტექნოპარკის სხვა ერთეულებთან და დეპარტამენტებთან კოორდინაცია საერთო პროექტების ეფექტიანად განხორციელების მიზნით;
- საჭიროების შემთხვევაში, ვიზიტები რეგიონულ ტექნოპარკებში;
- სხვა დაკავშირებული ამოცანები, რომლებიც ემსახურება სამუშაოს მიზანს და/ან საჭიროა ფუნქცია მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად.
მინიმალური განათლება: ბაკალავრის ხარისხი ინჟინერიის/დიზაინის ან მასთან დაკავშირებული მიმართულებით.
სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის ტექნოლოგიურ/ინოვაციურ ან საგანმანათლებლო პროექტებში მუშაობის გამოცდილება.
დამატებითი მოთხოვნები:
- ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- Microsoft Office პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) ცოდნა.
უპირატესობად ჩაითვლება:
- ინგლისური ენისა და Microsoft Office-ის ცოდნა;
- გრაფიკული ან/და საწარმოო დიზაინის, 2D/3D მოდელირების პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- პროგრამირებად დაზგა-დანადგარებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ელექტრონიკასა და ელექტრონულ მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- სამუშაო გამოცდილება ინოვაციური მეწარმეობისა და ტექნოლოგიების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
- მომხმარებლებთან ურთიერთობის, საჯარო პრეზენტაციების მოწყობისა და ტრენინგების ჩატარების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ მოთხოვნილი ინფორმაცია და ატვირთოთ CV ქართულ ენაზე. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 20 ივნისი, 2026.