Junior Full-Stack დეველოპერი
25-08-2026 - 05-09-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო აცხადებს ვაკანსიას Junior Full-Stack დეველოპერის პოზიციაზე.

Junior Full-Stack დეველოპერი 

  • სააგენტოს ვებ-გვერდების, პორტალებისა და შიდა სისტემების მხარდაჭერა და ფუნქციონალის განვითარება;
  • არსებული ვებ-აპლიკაციების განახლებისა და გაუმჯობესების პროცესში მონაწილეობა;
  • მონაცემთა ბაზებთან მუშაობა და მარტივი CRUD ოპერაციების რეალიზება;
  • REST API-ებთან მუშაობა და frontend-სა და backend-ს შორის ინტეგრაციის განხორციელება;
  • ტექნიკური პრობლემების იდენტიფიცირებასა და ანალიზში მონაწილეობა;
  • კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელისგან მიღებული დავალებების შესრულება.

 

მოთხოვნები

  • ინფორმაციული ტექნოლოგიების, კომპიუტერული მეცნიერების ან მონათესავე მიმართულების სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
  • პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების მიმართულებით არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ან შესაბამისი საგანმანათლებლო/სასწავლო პროექტები;
  • Frontend ტექნოლოგიები: React.js, TypeScript, HTML/CSS, Tailwind CSS;
  • Backend ტექნოლოგიები: C#, .NET;
  • მონაცემთა ბაზები: PostgreSQL ან MS SQL-თან მუშაობის საბაზისო გამოცდილება;
  • ვერსიების კონტროლის სისტემის ცოდნა: Git (GitHub / GitLab);
  • ინგლისური ენის ცოდნა (არანაკლებ B2 დონე).

 

უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს: 

  • React + TypeScript-ზე პრაქტიკული პროექტის გამოცდილებით;
  • Next.js-ის გამოცდილებით;
  • Redux-ის ან სხვა state management ტექნოლოგიის ცოდნით;
  • Entity Framework Core-ის ცოდნით;
  • Swagger-ის გამოყენების გამოცდილებით;
  • SQL-ისა და მონაცემთა ბაზების სიღრმისეული ცოდნით.


უნარ-ჩვევები: 

  • ახალი ტექნოლოგიების სწრაფად ათვისების უნარი; 
  • ტექნიკური პრობლემების დამოუკიდებლად მოძიებისა და გადაწყვეტის უნარი;
  • ინიციატივიანობა და ახალი იდეების შეთავაზების უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაცია; 
  • ანალიტიკური აზროვნება; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

 

მისამართი: ქ. თბილისი, ოქროყანა, ინოვაციების ქ. #7 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, ატვირთოთ CV და GitHub/Portfolio-ს ბმული. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 5 სექტემბრი, 2026.

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!
ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!