სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმის უფროსი ტექნიკოსი
24-08-2026 - 04-09-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო აცხადებს ვაკანსიას სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმის უფროსი ტექნიკოსის პოზიციაზე.

ქალაქ ქუთაისში გაიხსნა ტექნოლოგიური ჰაბი, რომელიც უზრუნველყოფს ღია დაშვებას თანამედროვე ტექნოლოგიებთან. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, შესაძლებლობა ექნება მიიღოს დახმარება იდეის დამუშავებიდან მის პროტოტიპად და ინოვაციურ ბიზნესად ჩამოყალიბებაში. ტექნოლოგიური ჰაბის საშუალებით, სახელმწიფო წაახალისებს ისეთი საინვესტიციო კაპიტალის შემოდინებას, რომელსაც შედეგად მოყვება მოწინავე ტექნოლოგიების შემოტანა-დანერგვა და არსებული ინოვაციური სტარტაპების გლობალურ ბაზარზე გაყვანა.

პროექტი გააძლიერებს ინოვაციურ ეკოსისტემას, მოიზიდავს ინვესტიციებს და შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს მაღალტექნოლოგიურ სფეროებში. ამასთან, ხელს შეუწყობს მოქალაქეების ტექნოლოგიური და ციფრული უნარების განვითარებას სასწავლო პროგრამების, სემინარებისა და პრაქტიკული გამოცდილების გზით (ICT, STEAM, მეწარმეობა).

ჰაბის ფარგლებში ერთიანდება:

  • სამეცნიერო-ტექნოლოგიური მუზეუმი;
  • მრავალპროფილური ტექნოლოგიური ლაბორატორიები (NexTronics, FabLab, 3D პროტოტიპირების ლაბორატორია, ელექტრონიკა, რობოტიკა, დრონები, IoT, VR რეალობის სტუდია, STEAM LAB, AI მოწყობილობების ლაბორატორია და სხვ.);
  • სტარტაპებისთვის საერთო სამუშაო სივრცეები;
  • TUMO კრეატიული და ციფრული ტექნოლოგიების ცენტრი.

პროექტი მიზნად ისახავს ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის გაძლიერებას და მომავალი თაობის პროფესიონალების აღზრდას.

ამ მიზნების განხორციელებისთვის სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო აცხადებს კონკურსს კვალიფიციური კადრების შესარჩევად.

პოზიციის დასახელება: სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმის უფროსი ტექნიკოსი

ანაზღაურება: 2080 ლარი (გადასახადების ჩათვლით)

ადგილების რაოდენობა: 1

სამუშაოს ტიპი:  სრული განაკვეთი

გამოსაცდელი ვადა: 3 თვე

განცხადების მიღების ბოლო ვადა: 4 სექტემბერი

სამუშაო ადგილი: ქუთაისი (ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი; ქ. ქუთაისი, ირ. აბაშიძის გამზირი 26)

 

მოვალეობები:

  • ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის ინტერაქციული სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმის ექსპონატებისა და ტექნოლოგიური ინსტალაციების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
  • მუზეუმში არსებული ექსპონატების რეგულარული შემოწმება, დიაგნოსტიკა და ტექნიკური გაუმართაობების იდენტიფიცირება;
  • საშუალო სირთულის ტექნიკური პრობლემების დამოუკიდებლად აღმოფხვრა და რთულ შემთხვევებში შესაბამისი სპეციალისტების/კონტრაქტორების ჩართვა;
  • მუზეუმის ექსპონატების ტექნიკური მოვლა-პატრონობის პროცესის დაგეგმვა და კონტროლი;
  • მუზეუმის ტექნიკური ინფრასტრუქტურის (ინტერაქტიული სისტემები, სენსორები, მექანიკური და ელექტრონული კომპონენტები) გამართულობის ზედამხედველობა;
  • უმცროსი ტექნიკოსის საქმიანობის კოორდინაცია და მონიტორინგი;
  • ტექნიკური სამუშაოების შესრულების პროცესში გამოყენებული მასალებისა და ინვენტარის აღრიცხვა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
  • ექსპონატების მონტაჟში, დემონტაჟსა და განახლებაში მონაწილეობა და პროცესის კოორდინაცია;
  • მუზეუმში ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დაცვა და შესაბამისი სტანდარტების უზრუნველყოფა;
  • მუზეუმის ექსპონატების გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა ღონისძიებებისა და ვიზიტორების მომსახურების პროცესში;
  • მუზეუმის ტექნიკურ პროცესებთან დაკავშირებული ანგარიშგებაში მონაწილეობა;
  • სხვა დაკავშირებული ამოცანები, რომლებიც ემსახურება სამუშაოს მიზანს და/ან საჭიროა ფუნქცია მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად.

 

მინიმალური განათლება: პროფესიული ან უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით (ინჟინერია, მექანიკა, ელექტრონიკა ან დაკავშირებული სფერო).

 

სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 4 წლიანი სამუშაო გამოცდილება ტექნიკური მოწყობილობების მოვლა-პატრონობის ან ტექნიკური მხარდაჭერის მიმართულებით.

 

დამატებითი მოთხოვნები:

  • ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
  • Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია გამოცდილება ინტერაქტიული სისტემების, ელექტრონიკის ან მექანიკური მოწყობილობების მართვაში.

 

უნარ-ჩვევები:

  • ტექნიკური აზროვნება;
  • პრობლემების სწრაფად იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • უსაფრთხოების ნორმების დაცვის უნარი.

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ მოთხოვნილი ინფორმაცია და ატვირთოთ CV ქართულ ენაზე. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 4 სექტემბერი, 2026.

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!
ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!