სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.
პოზიციის დასახელება: მძღოლი
ადგილების რაოდენობა: 1
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 30 ივლისი
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ინოვაციების ქუჩა 7 (თბილისის ტექნოპარკი)
სამუშაოს აღწერა:
- სააგენტოში დასაქმებულ პირთა ავტოსატრანსპორტო საშუალებით მომსახურების უზრუნველყოფა; საჭიროებისამებრ მივლინებები რეგიონებში;
- ავტოსატრანსპორტო საშუალებით მომსახურებასთან დაკავშირებული დავალებების შესრულება;
- მინდობილი მატერიალური რესურსების შენახვა და გაფრთხილება, მათ მოვლა-პატრონობაზე ზრუნვა;
- უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ავტომობილის ტექნიკურ გამართულობაზე ზრუნვა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი პროფილაქტიკური ღონისძიებების უზრუნვეყოფა;
- ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული სამსახურებრივი დავალებების შესრულება;
- სხვა დაკავშირებული ამოცანების განხორციელება, რომლებიც ემსახურება სამუშაოს მიზანს და/ან საჭიროა ფუნქცია-მოვალეობების ჯეროვნად შესრულებისათვის.
მინიმალური განათლება: სრული ზოგადი განათლება.
სამუშაო გამოცდილება: არანაკლებ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
დამატებითი მოთხოვნები:
* B კატეგორიის მართვის მოწმობა (მექანიკა);
* მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება.
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ მოთხოვნილი ინფორმაცია და ატვირთოთ CV და მართვის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტი. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 30 ივლისი, 2026.