ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამის კოორდინატორი
03-07-2026 - 15-07-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო აცხადებს ვაკანსიას ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამის კოორდინატორის პოზიციაზე.

პროგრამის მიზანია საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერება, ინოვაციური და ტექნოლოგიური ბიზნეს იდეების განვითარება, მათი საინვესტიციო მიმზიდველობის ზრდა და გლობალურ ბაზარზე გასვლის ხელშეწყობა.

პროგრამა დაეხმარება განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფ ინოვაციურ სტარტაპებს იდეების ვალიდაციაში, მასშტაბირებადი ბიზნეს მოდელის ჩამოყალიბებაში, ზრდის უზრუნველყოფასა და ინვესტიციების მოზიდვაში.

 

პოზიციის დასახელება: ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამის კოორდინატორი

ადგილების რაოდენობა: 1

სამუშაოს ტიპი:  სრული განაკვეთი

გამოსაცდელი ვადა: 3 თვე

განცხადების მიღების ბოლო ვადა: 15 ივლისი

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ინოვაციების ქუჩა 7 (თბილისის ტექნოპარკი)

 

მოვალეობები:

  • სააგენტოს მიერ გამოცხადებული ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამის კოორდინაცია;
  • აქსელერაციის პროგრამის განხორციელებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
  • აქსელერაციის პროგრამის შესახებ დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაცია;
  • აქსელერაციის პროგრამის ცნობადობის ამაღლების მიზნით საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზება;
  • აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში მონაცემების შეგროვება, დამუშვება და შესაბამის პლათფომებზე განთავსება;
  • სხვა დაკავშირებული ამოცანების შესრულება, რომლებიც ემსახურება სამუშაოს მიზანს და/ან საჭიროა ფუნქცია მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად.

 

მოთხოვნები:

განათლება:  ბაკალავრი.

სამუშაო გამოცდილება:

 

  • პროექტების მართვის/კოორდინირების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია ინოვაციების/ინოვაციური მეწარმეობის/ტექნოლოგიური სტარტაპების მიმართულებით პროექტების მართვის/კოორდინირების გამოცდილება.

 

 

ენები: ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა.

 

კომპიუტერული პროგრამები: Microsoft Office-ის კარგ დონეზე ცოდნა (მათ შორის excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა).

 

 

უნარ-ჩვევები:

  • ორგანიზებულობა;
  • დაგეგმვისა და მართვის უნარები;
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირება;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი;
  • კომუნიკაციის მაღალი დონის უნარჩვევები;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ მოთხოვნილი ინფორმაცია და ატვირთოთ CV. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 15 ივლისი, 2026.

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!
<