ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმის გიდი
05-10-2026 - 15-10-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო აცხადებს ვაკანსიას ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმის გიდის პოზიციაზე.

ქალაქ ქუთაისში გაიხსნა ტექნოლოგიური ჰაბი, რომელიც უზრუნველყოფს ღია დაშვებას თანამედროვე ტექნოლოგიებთან. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, შესაძლებლობა ექნება მიიღოს დახმარება იდეის დამუშავებიდან მის პროტოტიპად და ინოვაციურ ბიზნესად ჩამოყალიბებაში. ტექნოლოგიური ჰაბის საშუალებით, სახელმწიფო წაახალისებს ისეთი საინვესტიციო კაპიტალის შემოდინებას, რომელსაც შედეგად მოყვება მოწინავე ტექნოლოგიების შემოტანა-დანერგვა და არსებული ინოვაციური სტარტაპების გლობალურ ბაზარზე გაყვანა.

პროექტი გააძლიერებს ინოვაციურ ეკოსისტემას, მოიზიდავს ინვესტიციებს და შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს მაღალტექნოლოგიურ სფეროებში. ამასთან, ხელს შეუწყობს მოქალაქეების ტექნოლოგიური და ციფრული უნარების განვითარებას სასწავლო პროგრამების, სემინარებისა და პრაქტიკული გამოცდილების გზით (ICT, STEAM, მეწარმეობა).

ჰაბის ფარგლებში ერთიანდება:

  • სამეცნიერო-ტექნოლოგიური მუზეუმი;
  • მრავალპროფილური ტექნოლოგიური ლაბორატორიები (NexTronics, FabLab, 3D პროტოტიპირების ლაბორატორია, ელექტრონიკა, რობოტიკა, დრონები, IoT, VR რეალობის სტუდია, STEAM LAB, AI მოწყობილობების ლაბორატორია და სხვ.);
  • სტარტაპებისთვის საერთო სამუშაო სივრცეები;
  • TUMO კრეატიული და ციფრული ტექნოლოგიების ცენტრი.

პროექტი მიზნად ისახავს ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის გაძლიერებას და მომავალი თაობის პროფესიონალების აღზრდას.

ამ მიზნების განხორციელებისთვის სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო აცხადებს კონკურსს კვალიფიციური კადრების შესარჩევად.

 

პოზიციის დასახელება: ინტერაქციული სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმის გიდი

ანაზღაურება: 2080 ლარი (გადასახადების ჩათვლით)

ადგილების რაოდენობა: 2

სამუშაოს ტიპი:  სრული განაკვეთი

გამოსაცდელი ვადა: 3 თვე

განცხადების მიღების ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი

სამუშაო ადგილი: ქუთაისი (ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი; ქ. ქუთაისი, ირ. აბაშიძის გამზირი 26).

 

მოვალეობები:

 

  • ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის მუზეუმში ვიზიტორებისთვის საგანმანათლებლო და ინტერაქტიული ტურის ჩატარება;
  • მუზეუმში წარმოდგენილი ექსპონატების, ტექნოლოგიებისა და სამეცნიერო პრინციპების მარტივად და გასაგებად ახსნა სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის;
  • ვიზიტორებთან ეფექტური კომუნიკაცია და მათთვის ინოვაციური, ტექნოლოგიური და სამეცნიერო თემებისადმი ინტერესის გაზრდა;
  • მუზეუმში ინტერაქტიული აქტივობების, დემონსტრაციებისა და საგანმანათლებლო სესიების დაგეგმვა და განხორციელება;
  • სასკოლო ჯგუფებთან, სტუდენტებთან და სხვა ორგანიზებულ ვიზიტორებთან მუშაობა და მათ საჭიროებებზე მორგებული ტურის ადაპტაცია;
  • მუზეუმის სივრცის, ექსპონატებისა და ტექნიკური მოწყობილობების მოვლა და მათი სწორად გამოყენების უზრუნველყოფა;
  • მუზეუმში უსაფრთხო და ორგანიზებული გარემოს უზრუნველყოფა ვიზიტორებისთვის;
  • მუზეუმის სერვისების პოპულარიზაციის მიზნით ღონისძიებებსა და პრეზენტაციებში მონაწილეობა;
  • ვიზიტორების გამოცდილების გაუმჯობესებაზე ორიენტირებული უკუკავშირის შეგროვება და შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა;
  • ვიზიტორების რაოდენობისა და აქტივობების შესახებ სტატისტიკური მონაცემების წარმოება და ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობა;
  • სხვა დაკავშირებული ამოცანები, რომლებიც ემსახურება სამუშაოს მიზანს და/ან საჭიროა ფუნქცია მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად.

 

მინიმალური განათლება: ბაკალავრის ხარისხი.

სამუშაო გამოცდილება: 1 წელი; სასურველია სამუშაო გამოცდილება საგანმანათლებლო, სამეცნიერო კომუნიკაციის ან მომსახურების სფეროში.

 

დამატებითი მოთხოვნები:

  • ინგლისური ენის B2 დონეზე
  • Microsoft Office-ის პროგრამების კარგ დონეზე ცოდნა;
  • სასურველია ტექნოლოგიური და სამეცნიერო საკითხების საბაზისო ცოდნა.

 

უნარ-ჩვევები:

  • კარგი კომუნიკაციის უნარი;
  • პრეზენტაციისა და აუდიტორიის ჩართულობის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირება;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ მოთხოვნილი ინფორმაცია და ატვირთოთ CV ქართულ ენაზე. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 15 ოქტომბერი, 2026.

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!
ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!