სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო აცხადებს ვაკანსიას ტექნოპარკის მიმღების პოზიციაზე.
პოზიციის დასახელება: ტექნოპარკის მიმღები
ადგილების რაოდენობა: 1
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 30 ივლისი
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ინოვაციების ქუჩა 7 (თბილისის ტექნოპარკი)
ტექნოპარკის მიმღები
- სააგენტოს მეილზე შემოსულ შეტყობინებებსა და სატელეფონო ზარებზე პასუხი, საჭიროებისამებრ გადამისამართება შესაბამის თანამშრომლებთან;
- ტექნოპარკში მოსული მოქალაქეებისათვის ინფორმაციის მიწოდება და საჭიროებისამებრ გადამისამართება შესაბამის თანამშრომლებთან;
- დაინტერესებული პირებისათვის სააგენტოს პროგრამებისა და ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
- ტექნოპარკში საინფორმაციო ტურების ორგანიზება/ჩატარება;
- სხვა დაკავშირებული ამოცანების განხორციელება, რომლებიც ემსახურება სამუშაოს მიზანს ან საჭიროა ფუნქცია-მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად.
მოთხოვნები:
განათლება: ბაკალავრი.
სამუშაო გამოცდილება: 1 წელი.
ენები: ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
კომპიუტერული პროგრამები: Microsoft Office-ის ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
- ორგანიზებულობა;
- პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ მოთხოვნილი ინფორმაცია და ატვირთოთ CV. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 30 ივლისი, 2026.