სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო აცხადებს ვაკანსიას ინოვაციების საზოგადოების განვითარების დეპარტამენტის პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.
პოზიციის დასახელება: ინოვაციების საზოგადოების განვითარების დეპარტამენტის პროექტების მენეჯერი
ადგილების რაოდენობა: 1
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 20 ივნისი
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ინოვაციების ქუჩა 7 (თბილისის ტექნოპარკი).
მოვალეობები:
- საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინოვაციების საზოგადოების განვითარების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელი პროექტების დაგეგმვა, მართვა და მონიტორინგი (პროგრამის კონცეფციის მომზადება, სატენდერო დოკუმენტაციის შედგენა, დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაცია, ბაზრის კვლევა, აღსრულება და მონიტორინგი);
- ინოვაციების საზოგადოების განვითარების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელი აქტივობებისა და პროექტების ფარგლებში, სააგენტოს პარტნიორ ორგანიზაციებთან/საგანმანათლებლო დაწესებულებებთან კომუნიკაცია;
- ინოვაციების საზოგადოების განვითარების ხელშემწყობი აქტივობების ინიცირება და ორგანიზება;
- დაინტერესებული პოტენციური პარტნიორებისთვის წინადადების მომზადება, კომუნიკაცია და თანამშრომლობის უზრუნვლყოფა;
- სააგენტოს ინოვაციების საზოგადოების განვითარების დეპარტამენტის მიერ განხორციელებული პროექტების ანგარიშების მომზადება და პერიოდული განახლება;
- საჭიროების მიხედვით, სააგენტოს ინოვაციების საზოგადოების განვითარების დეპარტამენტის კომპეტენციების ფარგლებში, პარტნიორი კომპანიებისა და ორგანიზაციებისთვის ინფორმაციის/ანგარიშების მიწოდების უზრუნველყოფა;
- ინოვაციების საზოგადოების განვითარების დეპარტამენტის საქმიანობის ფარგლებში, ხელმძღვანელის მიერ დელეგირებული სამუშაოს შესრულება;
- სხვა დაკავშირებული ამოცანების შესრულება, რომლებიც ემსახურება სამუშაოს მიზანს და/ან საჭიროა ფუნქცია მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად.
მოთხოვნები:
განათლება: ბაკალავრი.
სამუშაო გამოცდილება:
- პროექტების მართვის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება.
ენები: ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა;
კომპიუტერული პროგრამები: Microsoft Office-ის კარგ დონეზე ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
- ორგანიზებულობა;
- დაგეგმვისა და მართვის უნარები;
- პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- შედეგზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირება;
- გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ მოთხოვნილი ინფორმაცია და ატვირთოთ CV ქართულ ენაზე. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 20 ივნისი, 2026.