ზუგდიდის ტექნოპარკის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის (ფაბლაბი) სპეციალისტი
26-10-2026 - 06-11-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო აცხადებს ვაკანსიას ზუგდიდის ტექნოპარკის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის (ფაბლაბი) სპეციალისტის პოზიციაზე.

პოზიციის დასახელება: ზუგდიდის ტექნოპარკის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის (ფაბლაბი) სპეციალისტი

ადგილების რაოდენობა: 1

სამუშაოს ტიპი:  სრული განაკვეთი

განცხადების მიღების ბოლო ვადა: 6 ნოემბერი

სამუშაო ადგილი:  ზუგდიდის ტექნოპარკი (ლაღიძის ქუჩა1, სოხუმის ქუჩა 2).

 

მოვალეობები:

 

  • ზუგდიდის ტექნოპარკის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის (ფაბლაბი) მომხმარებლებისათვის მომსახურებისა და ტექნიკური მხარდაჭერის გაწევა პროტოტიპირებისა და ტექნოლოგიური დანადგარების გამოყენების პროცესში;
  • ზუგდიდის ტექნოპარკის ფაბლაბში ტრენინგებისა და სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო და საკონკურსო აქტივობების ინიცირება, დაგეგმვა, განხორციელება და მონიტორინგი;
  • ზუგდიდის ტექნოპარკის მენეჯერის საქმიანობის მხარდაჭერა;
  • ზუგდიდის ტექნოპარკის ფაბლაბის აქტივობების პოპულარიზაციაში მონაწილეობის მიღება, პრეზენტაციებისა და სხვა აქტივობების საშუალებით;
  • ზუგდიდის ტექნოპარკის ფაბლაბის დანადგარების მოვლა-პატრონობისა და გამოყენების წესების შესწავლა, გათვალისწინება და გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
  • ზუგდიდის ტექნოპარკის ფაბლაბის ლოგისტიკის, ინვენტარისა (ხელსაწყოები, ინსტრუმენტები, ა.შ.) და ტექნიკის მართვა;
  • ფაბლაბის საწყობის მარაგების მართვა;
  • სააგენტოს სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან და შესაბამის მენეჯერებთან კოორდინაციით, დანადგარების სახარჯი მასალებითა და საჭირო ხელსაწყოებით მომარაგების უზრუნველყოფა;
  • ფაბლაბში მოწესრიგებული, უსაფრთხო და ორგანიზებული სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა;
  • ვიზიტები თბილისისა და სხვა რეგიონულ ტექნოპარკებში საჭიროებისამებრ, ადმინისტრაციული და სასწავლო მიზნებისათვის;
  • პერიოდული ანგარიშების მომზადება და მენეჯერისთვის წარდგენა;
  • სხვა დაკავშირებული ამოცანები, რომლებიც ემსახურება სამუშაოს მიზანს და/ან საჭიროა ფუნქცია-მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად.

 

მინიმალური განათლება: ბაკალავრის ხარისხი (ტექნიკური, საინჟინრო, დიზაინის ან ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით).

 

სამუშაო გამოცდილება:  მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება.

 

დამატებითი მოთხოვნები:

  • ინგლისური ენისა და Microsoft Office-ის ცოდნა;
  • გრაფიკული ან/და საწარმოო დიზაინის, 2D/3D მოდელირების პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • პროგრამირებად დაზგა-დანადგარებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ელექტრონიკასა და ელექტრონულ მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • სამუშაო გამოცდილება ინოვაციური მეწარმეობისა და ტექნოლოგიების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
  • მომხმარებლებთან ურთიერთობის, საჯარო პრეზენტაციების მოწყობისა და ტრენინგების ჩატარების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

 

უნარ-ჩვევები:

  • ორგანიზებულობა;
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირება;
  • ზეპირი კომუნიკაციის მაღალი დონის უნარ-ჩვევები;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ნოვატორული და კრეატიული აზროვნების უნარი.

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ მოთხოვნილი ინფორმაცია და ატვირთოთ CV ქართულ ენაზე. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 6 ნოემბერი, 2026.

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!
ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!